პურის ნატვრაში გატარებული ბავშვობა

“მინდა, რომ დავიძინო და არ გავიღვიძო. დავიღალე ასეთი ცხოვრებით, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემს შვილებს? გული მიკვდება, როდესაც მათ მომავალზე ვფიქრობ…”

ეს სიტყვები ახალგაზრდა ქალს – მარტოხელა დედას ეკუთვნის, რომელსაც 4 შვილი ჰყავს.  ნინო ძალიან განიცდის, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის და დანგრეული პირადი ცხოვრების მიზეზით, მას არ შეუძლია ბავშვებს მეტ-ნაკლებად  ნორმალური პირობები შეუქმნას.

დედის გული ლამის გასკდეს, როდესაც ბავშვებს შიათ, ხოლო მას ერთი ნაჭერი პურიც კი არ აქვს. მიზერული სოციალური შემწეობა ნინოს და მის შვილებს ერთი კვირა ჰყოფნით. დიახ, მხოლოდ 7 დღე იკვებება ეს ოჯახი წყალ-წყალა სუპებით, პურითა და მაკარონით, ხანდახან ჩაის შაქრითაც სვამენ, რაც მათთვის დიდი ფუფუნებაა. შემდეგ? შემდეგ ფაქტობრივად შიმშილობენ, როგორმე უნდა გაძლონ თვის ბოლომდე, როდესაც შემწეობის აღების დრო დადგება.

„როდესაც ხარ წარმატებული, მაშინ ყველა შენსკენ მოიწევს … შეიძლება, დროა ასეთი, როდესაც ყველა საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული და შენ არავის სჭირდები…“, – ამბობს ნინო, რომელსაც გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ ღმერთის წყალობით გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა დახმარება იხსნის მის შვილებს სიღარიბისგან.

ფავლენიშვილების ოჯახი კატასტროფულ პირობებში ცხოვრობს. მათ სძინავთ ცივ და ნესტიან ბარაკში, სადაც ფანჯრებიდან წვიმა ასხამს, ხოლო იატაკის ქვეშ კანალიზაციის მილია გახეთქილი, საიდანაც ხშირად ამოდის ფეკალიებით სავსე წყალი.  ამის გამო ოთახში საშინელი სუნი დგას და კიდევ უფრო ამძიმებს გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს.

არის გამოსავალი ფავლენიშვილების ოჯახისთვის? მოვა მათ ქუჩაზე გაზაფხული?

მეგობრებო, სწორედ თქვენს თანადგომას შეუძლია გადაარჩინოს ნინო და მისი შვილები! სწორედ თქვენს დახმარებას, თუნდაც უმნიშვნელოს, ისეთი დიდი ძალა აქვს, რომ ძალუძს გაფანტოს შავი ღრუბლები და ეს ოჯახი იხსნას სიდუხჭირის მარწუხებისგან!

თუ გაქვთ შესაძლებლობა, დაეხმაროთ ამ ბედკრულ  ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფავლენიშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ “ჩერნოვეცკის ფონდის” საიტიდან:

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ “ჩერნოვეცკის” ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/GY2Gus).

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები