ვაკის რაიონში საყრდენი კედლების მოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბანში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტლის მე-16, მე-12 კორპუსებთან და სოფელ თხინვალაში, აბულაძის I შესახვევში საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რაიონში დაგეგმილი პროექტები განიხილეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

„თითოეული პროექტის განხორციელებამდე ყოველთვის ვცდილობთ, ადგილობრივ მცხოვრებლებს შევუთანხმოთ, როგორი სახით სჭირდებათ სპორტული მოედანი, სკვერი თუ გზა. მათთან შეთანხმების შესაბამისად ვადგენთ პროექტს და შემდეგ ვახორციელებთ. დღესაც, რამდენიმე მისამართის მცხოვრებლებს შევხვდით და მათთან ერთად, დეტალურად განვიხილეთ, თუ როგორ განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები.  მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი მოსახლეობის ინტერესებზე უნდა იყოს მორგებული“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

სოფელ თხინვალაში გეგმის თანახმად, ფერდობის დამჭერი კედლის სიგრძე 64 მ, სიმაღლე კი – 4,5 მეტრი იქნება, ხოლო ნუცუბიძის III მ/რ-ის I კვარტალში 2.5 მეტრის სიმაღლის, 21.4 და 13 მეტრის სიგრძის კედლები აშენდა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უახლოეს მომავალში ასევე, ნუცუბიძის III მ/რ-ში შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია და ტერიტორიაზე ფიტნეს ზონის მოწყობა იგეგმება.

გარდა ამისა, პიკასოს ქუჩაზე, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო, ახალი საფუძველი მოეწყო, ამჟამად კი, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები