დიმიტრი ქუმსიშვილი: კომპანია „დოპელმაიერი” ხვალ დილით საქართველოში იქნება

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურში საბაგიროს ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე მოხდა კომპანია „დოპელმაიერთან” დაკავშირება, რომელიც აღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია.

„ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, შესაბამისად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში”, – განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები