დიმიტრი ქუმსიშვილმა დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ელჩს პირადად მიაწოდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს  პირადად ესაუბრა და გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის შედეგად უკრაინის დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ველაპარაკე უკრაინის ელჩს და დეტალურად ავუხსენი სიტუაცია. რა თქმა უნდა, დავარწმუნე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქეების, ასევე ყველა დანარჩენი მოქალაქის ჯანმრთელობა იყოს დაცული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი-ვიცე პრემიერი ამ წუთებში  გუდაურში იმყოფება, სადაც  ცოტა ხნის წინ,  სათხილამურო ტრასაზე,  ავარიული გაჩერების გამო, საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ.

დაშავებულთა შორის 3 უკრაინის მოქალაქეა. ერთი მათგანი უკვე გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში. დაშავებულთა შორის ასევე,  – ერთი შვედეთის მოქალაქე, ოთხი კი რუსეთის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები