მარიამ ჯაშმა ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ქალაქ ზუგდიდის №15-ე საბავშვო ბაღს ესტუმრა. საბავშვო ბაღი მასთან ერთად ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, ა(ა)იპ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის” დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ და საკრებულოსა და განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

კომიტეტის თავმჯდომარე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მუშაობას გაეცნო, დაათვალიერა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბაღის აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს შეხვდა.

მარიამ ჯაშმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღში განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელებისათვის მოწყობილ ოთახსა და სპეცმასწავლებლების მუშაობაზე.

“ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების სისტემის თითოეული საფეხური გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური თითოეული ბავშვისათვის”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები