დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა დამნაშავე დაისჯება, ვინც გუდაურში მომხდართან კავშირშია

გუდაურში თბილისიდან ერთი ვერტმფრენი ჩაფრინდა. სათხილამურო ტრასაზე, საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობაზე საუბრისას, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 1 ვერტმფრენი თბილისიდან გუდაურში ამ წუთებში ჩაფრინდა.
მისივე თქმით, ყველა ის დამნაშავე პირი დაისჯება და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც აღნიშნულ ფაქტთან კავშირშია.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში შემთხვევის ადგილზე იმყოფება. სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას. შეგახსენებთ, რომ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი ვერსიით, გუდაურში, ძაბვის ვარდნის შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მეორე ვერსიით, კი საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები