ნიკოლოზ კვეზერელმა და ჯანდრი უბირიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა ნიკოლოზ კვეზერელმა და ჯანდრი უბირიამ უწყების თანამშრომლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და ვეტერანები შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

25 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იერიში მიიტანა სოხუმზე, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები უტევდნენ სოხუმს, ყველაზე ფართომასშტაბიანი, „მარტის შემოტევის” მოგერიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა. დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.

15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვებების გამო გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები