გუდაურში, საქართველოს მოქალაქეების გარდა, უცხოელებიც დაშავდნენ

გუდაურში, საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო, 10-მდე დაშავებულს შორის, საქართველოს მოქალაქების გარდა, უცხოელებიც არიან.

როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაზარალებულებს შორის არიან: რუსეთის, უკრაინის და შვედეთის მოქალაქეები. მათივე ინფორმაციით, თბილისიდან გუდაურში 3 რეანომობილი მიემართება.

დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული და ისინი გუდაურის ამბულატორიაში არიან მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები