ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს გაასაჩივრებს

   ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძის ადვოკატი ლილოკო გელაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში დღეს გაასაჩივრებს. როგორც ადვოკატმა „კვირას“ განუცხადა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან არც მოწმეებზე ზეწოლის და არც მიმალვის არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„ნოშრევან ნამორაძე თავად გამოცხადდა შს სამინისტროში და აღიარებითი ჩვენება მისცა. ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, ამიტომ ის ახსნა, რომ შეიძლება მიიმალოს, უსაფუძვლოა. ასევე დაუსაბუთებელია აპელირება იმაზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში შესაძლოა, მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს, რადგან მოწმეები უკვე დაჰკითხეს“,- განუცხადა „კვირას“ ლილიკო გელაშვილმა.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარს პატიმრობის გირაოთი შეცვლის თხოვნით დღის ბოლომდე შეიტანს. ადვოკატი ნოშრევან ნამორაძის წინასწარი პატიმრობიდან ათი ათასი ლარის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუაზე თავდასხმა 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთ ღონისძიებად 2 -თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები