მუსოპრიანის დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფორში მდებარე მუსოპრიანის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები 2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ჩაატარა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს ინფორმაციით, გადაეწყო დაძრული საპირე ქვები; მოიხსნა უვარგისი, დაშლილი დუღაბი და საპირე ქვები; ძველი წყობის მიხედვით აღდგა საპირე ქვები ფასადებზე და ინტერიერში.
აღდგა: სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლები, მოძიებული ფრაგმენტების მიხედვით: გამოილესა კედლის საპირე ქვები, ეკლესიის მთელ პერიმეტრზე: შიგნით და გარეთ.
გასუფთავდა კარნიზების ბუდეები მიწისა და უვარგისი დუღაბისაგან და მოეწყო ახალი კარნიზები; გადაეწყო ძველი კარნიზები მცირედი შესწორებებით,  ზედმეტად დაზიანებული ადგილები ჩამოიჭრა; მოეწყო ძალოვანი ხარაჩოები და ქარგილები: კამარისა და კონქის გადასაყვანად;
მოეწყო: ორსაფეხურიანი ტრიუმფალური თაღის, საბრჯენი თაღისა და დასავლეთი კედლის თაღის ქარგილები; მოძიებული დასავლეთი ჯვრის ფრაგმენტები დაუბრუნდა თავის ადგილს და დაზიანებული უბნები აღდგა მასებში 1952-1980 წლების ფოტოების მიხედვით. ჯვრის ცენტრის ბირთვის ნახევარი აღდგა მთლიანად მასებში, ჩამაგრდა დუბელების საშუალებით; მოეწყო მუქი ნაცრისფერი თუნუქის სახურავი, ლორფინის იმიტაციით; ძველი იატაკის დონის მიხედვით მოწესრიგდა საფლავის ქვები;
მოეწყო იატაკი ბოლნისის ტუფის ქვით,ძველი იატაკის დონის მიხედვით; დარბაზის იატაკიდან ამბიონმა აიწია 20 სმ-ით. მოეწყო ამბიონი მთლიანი ქვით.
დაიდგა ტრაპეზის ქვა (ძველი დამსხვრეული ტრაპეზის ქვა, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარებოდა), მეუფე ეფრემის კურთხევით, მოვაქციეთ საკურთხევლის იატაკის ქვეშ, ხოლო ამ ტრაპეზის ძირი გამოყენებული იქნა ახალი ტრაპეზის დასადგმელად. ჩაისვა მოჭედილი სამი რკინის კარი: დასავლეთის ორ კარიანი და სამწირველოს;
ეკლესია მდებარეობს ბოლნისიდან სოფელ დარბაზისაკენ მიმავალი გზის პირას, სოფლის შესასვლელთან, წყაროსთან.
ტაძარს  მრავალჯერ შეკეთების კვალი ეტყობა. ნაგებია ადგილობრივი ტუფის ქვით.
დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია თლილ საპირე ქვაზე წარწერა. მის ქვეშ გრეხილი ჩუქურთმიანი ქვა, გრეხილი ორნამენტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები