თეა წულუკიანი: სტრასბურგიდან დავბრუნდი, რომ მებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, თუ ვიღაც მეუბნება ეს ბრძოლა შეწყვიტე და ივლი ვილნიუსში, ჩემთვის არჩევანი არის ძალიან მარტივი, არ გინდათ, არ ვივლი

მე სტრასბურგიდან დავბრუნდი 2010 წლის მაისში, რომ მებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, თუ ვიღაც მეუბნება ეს ბრძოლა შეწყვიტე და ივლი ვილნიუსში, ჩემთვის არჩევანი არის ძალიან მარტივი, არ გინდათ, არ ვივლი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი მის მსგავსად სხვა კონკრეტულ ადამიანებსაც შეეხება.

„მე ყოველთვის მშვიდად ვუყურებდი ამ საკითხს. მე უკვე შემეხო სანქციები ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის მიერ. კლოუნი რომ ცხოვრობს უკრაინაში მას არ ვთვლი, გააუბედურა საკუთარი ერი, პრეზიდენტი რომ ჰქვია, არც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ბრიუსელმა რაც არ უნდა გადაწყვიტოს ჩემთან დაკავშირებით ჩემთვის ახალი არ იქნება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩემნაირი სხვა ადამიანებიც განჩდებიან, კონკრეტული ადამიანები, ვისაც შეეხება. როდესაც საქმე ეხება, რომ შენ თქვა უარი იმაზე, რისთვისაც იბრძვი და მეორე მხარეს გიდებენ, რომ შენ არ ჩამოხვიდე მაგალითად ტალინში, ჩემთვის არჩევანი არის მარტივი. მე სტრასბურგიდან დავბრუნდი 2010 წლის მაისში, რომ მებრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. თუ ვიღაც მეუბნება ეს ბრძოლა შეწყვიტე და ივლი ვილნიუსში, ჩემთვის არჩევანი არის ძალიან მარტივი. არ გინდათ, არ ვივლი. ჩემი მიზანი არის, რომ როდესაც ახალი ხელისუფლება მოვა ამ ქვეყანაში მას ადგილი შევუნახო ისე, რომ ეს ადგილი ბაჩო ახალაიამ არ დაიკავოს. მე ჩემს ფუნქციას ამაში ვხედავ – მე ვუკავებ ადგილს მომავალ ხელისუფლებას, რომ იმ სკამზე მოხვდეს ჩემზე უკეთესი და არა ბაჩო ახალაია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპის დღევანდელ რეალობას აღრეულობას უწოდებს.

„დასანანია ევროპის ეს აღრეულობა. ბალტიისპირეთის მესმის, რომ ეშინია და ურჩევნია, რომ ომი საქართველოში იყოს და არა ბალტიისპირეთში“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები