გოჩა ენუქიძე: ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში ყველა ჩვენგანის სათქმელი თქვა
„ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში ყველა ჩვენგანის სათქმელი თქვა” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარემ, გოჩა ენუქიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოლდოვაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თავმჯდომარის გამოსვლა კონფერენციაზე გაბედული იყო, როდესაც კობახიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები” ყველა ჩვენგანის სათქმელი თქვა – საქართველოს ჰყავს მეგობრები, მაგრამ მეგობრებსაც ჰყავთ საქართველო! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა კონფერენციაზე იყო ძალიან გაბედული, როდესაც მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.” – განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა” თავმჯდომარე გოჩა ენუქიძემ.