ზაზა გაბუნია: ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე ტატუნაშვილის საქმეზე მკაფიოდ ისაუბრა

“ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე ძალიან პრინციპულად და მკაფიოდ ისაუბრა რუსული ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზე”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

“საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოები ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატსა და ტრიბუნას, იმისთვის რომ მსოფლიომ ძალიან ნათლად დაინახოს რუსული ოკუპაციის სიმძიმე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, დაინახოს რამდენად საზარელი და კაცთამკვლელია საოკუპაციო რეჟიმი და მისი სეპარატისტული საცეცები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ ზეგავლენა მოვახდინოთ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე. ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი ხელისუფლების ძალიან პრინციპული პოლიტიკის თანახმად და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით”, – აღნიშნა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები