“მიუღებელია იმ მოსამართლის უვადოდ გამწესება, რომელმაც სულხან მოლაშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა“

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ მოსამართლის უვადოდ გამწესება, რომელმაც სულხან მოლაშვილს პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, – ამის შესახებ საპალამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნარჩემაშვილმა აღნიშნა, პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე ობიექტური განცხადება გაავრცელა.

„კითხვის ნიშნებს ბადებს იმ მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხი, რომელი მოსამართლეების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე არსებობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოს სრულაიდ სხვა გადაწყვეტილება, მხედველობაში მაქვს სულხან მოლაშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება. ჩემთვის აბსულუტურად მიუღებელია იმ მოსამართლის უვადოდ გამწესება, რომელმაც სულხან მოლაშვილს პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამ საკითხზე პრემიერმა ძალიან მოზომილი და ობიექტური განცხადება გაავრცელა, რომელსაც, რა თქმა უნდა, მეც ვიზიარებ. ვთვლი, რომ უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, თუ ეს ძალიან დაგვიანებული არ არის, კრიტერიუმები გადასახედია“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები