ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა (ფოტო)

შავი ზღვის აკვატორიის, ბათუმის მონაკვეთზე ზღვამ მკვდარი ძუძუმწოვარი გამორიყა. ფაქტი გარემოს ეროვნული სააგენტო, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. არჩილ გუჩმანიძის განცხადებით, სავარაუდოდ ადგილი აქვს ტოქსიკოპათოლოგიურ ფაქტორს. ნაპირზე გამორიყული მკვდარი ძუძუმწოვარი, ფრინველების მიერ არის დაზიანებული. შემთხვევა გუშინ მოხდა.

წელს მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის სულ შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს არის ბიოლოგიური სიკვდილი, სანავიგაციო ტრავმა, ტოკსიკოპათოლოგიური ფაქტორი. გასულ წელს ზღვიდან მკვდარი ძუძუმწოვრის გამორიყვის სულ 98 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები