უკრაინიდან ქართველი “კანონიერი ქურდი” გააძევეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა, დნეპრის რაიონში 39 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ პოლიკარპე ჯანელიძე დააკავეს, რომელიც მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო ემიგრაციისთვის, კიევიდან გააძევეს. ინფორმაციას „Primecrime.ru” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიკარპე ჯანელიძე, კიევში 2005 წელსაც დააკავეს, 2007 წელს კი, ქართველმა სამართლდამცველებმა დააკავეს და თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მიუსაჯეს, თუმცა, მას ამნისტია შეეხო და ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
პოლიკარპე ჯანელიძე „ქურდულ სამყაროში“ „პოლის“ სახელით არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები