ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად. აღნიშნულ მონაკვეთზე, მოძრაობის ორმხირვ რეჟიმში აღსადგენად ინტენისურად გრძელდება საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები”,- აცხადებენ დეპარტამენტში.