„კლიპ-არტი“ 3 მარტს დედებისთვის ორიგინალურ ღონისძიებას გამართავს
მედიასააგენტო „კლიპ-არტი“ დედებისთვის ორიგინალურ ღონისძიებას 3 მარტს, 12:30-დან 15:00 საათამდე პერიოდში, „თბილისი მოლში“ არსებულ გასართობ ცენტრ „ბუმბუმში“ გამართავს, რომელშიც მონაწილეობას დედები და შვილები მიიღებენ.
„კლიპ-არტმა“ უამრავი სიურპრიზი მოამზადა, რაც ამ დღეს დედებისა და შვილებისთვის დაუვიწყარს გახდის.
ღონისძიების გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მედიისთვის დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს კი, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიკა რამიშვილს, ტელ: 577 037000.
