აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა

გურიაში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები  მიმდინარეობს. ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში”გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი მოსახლეობას, ფერმერებსა და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ზურაბ ჩეკურაშვილმა მავნებლის საწინააღმდეგო სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება და ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს.

ქეთევან მოისწრაფიშვილმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები