მერცი: გერმანია ირანთან მოლაპარაკებებს განაახლებს
გერმანია თეირანთან მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით განაახლებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, რისთვისაც საფუძვლიანი მიზეზები გვქონდა, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა, ვანახლებთ მოლაპარაკებებს თეირანთან. ჩვენ ამას ვაკეთებთ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით. ამ პროცესში ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მომავალი მოლაპარაკებების წარმატებას“, – აღნიშნა მერცმა.
მისივე თქმით, ეს იქნება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან მისი მომავალი სატელეფონო საუბრის თემა.