ლექცია -„ანთიმონის როლი ადრეულ მინასა და ლითონწარმოებაში, საქართველოს მასალებზე დაყრდნობით“ – გაიმართება

22 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში მოისმენთ მოხსენებას – „ანთიმონის როლი ადრეულ მინასა და ლითონწარმოებაში, საქართველოს მასალებზე დაყრდნობით“ (“Early glass and metal technologies in Georgia: the role of antimony”).
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, კავკასია ბრინჯაოს ხანის მეტალურგიის ცენტრადაა აღიარებული. გვიანბრინჯაოს ხანის მასალას უკვე დიდი ხანია შეისწავლის მეცნიერთა ჯგუფი ბრიტანეთიდან და ბელგიიდან. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ევრაზიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მინის და ლითონის ნივთებში არსებული ანთიმონი საქართველოს ტერიტორიაზეა მოპოვებული. გასულ წელს, რაჭაში, ანთიმონის გამოსავლებიდან აღებულ ნიმუშებზე და ეროვნულ მუზეუმში დაცულ გვიანბრინჯაოს ხანის ნივთებზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, რომლის შედეგებიც სწორედ ამ ლექციაზე იქნება წარმოდგენილი.
მომხსენებლები: დოქტორი პიტერ ლიმინგი (დიდი ბრიტანეთი, ეგზეტერის უნივერსიტეტი), პროფესორი ენდრიუ შორტლანდი (ფორენსის ინსტიტუტი, ქრანფილდის უნივერსიტეტი) და პროფესორი პატრიკ დეგრისი (არქეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელი, ლუევენი, ბელგია).
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები