ზურაბ ჩხაიძე – სააკაშვილზე: მისი მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მკურნალი ექიმის მიერ ეცნობა

„მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა მკურნალი ექიმის და სხვა სპეციალობის ექიმების მიერ. ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტაციონარის პირობებში მკურნალობის გაგრძელების კრიტერიუმებს, ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება მისი სტაციონარიდან გაწერის შესახებ”, – ამის თაობაზე კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

,,მას ამ გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობა გუშინ მკურნალი ექიმის მიერ.

ეს დამტკიცდა ჩვენი ლაბორატორიული კვლევებით. ასევე ევროპის ქვეყნებში გაგზავნილი ლაბორატორიული კვლევის შედეგად, რომ აქ არანაირ მოწამვლას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები