სამხრეთ კორეაში სატვირთო მანქანა ბაზარში შევარდა – არის მსხვერპლი
სამხრეთ კორეაში, ქალაქ ბუჩონში, სატვირთო მანქანა ბაზარში შევარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 18 დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა.
სატვირთო მანქანა ბაზრის ტერიტორიაზე მოძრაობას ვერ აკონტროლებდა, რის შედეგადაც იქ მყოფ ადამიანებს დაეჯახა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
სატვირთოს მძღოლი დაკავებულია, ხოლო სამართალდამცველები შემთხვევის მიზეზების დადგენას აგრძელებენ. პირველადი ინფორმაციით, ინციდენტი მართვის ტექნიკურ დარღვევას ან მძღოლის შეცდომას უკავშირდება.