დენის სალუქვაძემ და ედნარ ნატარიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინეს. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა კომიტეტის წევრებს სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმდინარეობა და განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნო.
“პროგრამები მოიცავს აგროსასურსათო სექტორის მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის, მეციტრუსეობის, ტყის დაცვისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიმართულებებს.
პროგრამების განხორციელების მიზანი აგროსერვისის ხელმისაწვდომობა, აგროსასურსათო წარმოების და მომსახურების ხარისხის გაზრდა, ფერმერებისა და აგრომეწარმეების მხარდაჭერა, ბუნებრივი რესურსების გამართული მართვა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაა. მინისტრმა სამომავლო პროგრამებზე და გეგმებზე ისაუბრა,”- წერია ინფორმაციაში.