“მოსალოდნელი იყო, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდებოდა განცხადებები, თითქოს, სააკაშვილის გადაყვანა რაღაც დასჯის მცდელობაა, სინამდვილეში ის ხდება, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული” – კახიანი
“მოსალოდნელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდებოდა განცხადებები, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რაღაც დასჯის მცდელობაა, მაგრამ სინამდვილეში ის ხდება, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მას შემდეგ, რაც სამკურნალო დაწესებულებამაც განაცხადა, რომ სააკაშვილს მკურნალობა აღარ ესაჭიროება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი გადაყვანა სრულად ლოგიკური ნაბიჯი იყო.
“ასეთი შეფასებები საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება. თუ რატომ არ მოხდა აქამდე გადაყვანა, ამაზე მარტივია პასუხია – გადაყვანა მოხდა მაშინ, როცა სამკურნალო დაწესებულების პერსონალმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მკურნალობას აღარ საჭიროებს. საზოგადოება ხედავდა, რომ იგი ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის გარეშე რაიმე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ვერ მიიღებდა“, – განაცხადა კახიანმა.