ჯემალ ქარჩხაძის რომანი „ანტონიო და დავითი“ არაბულ ენაზე ითარგმნება

2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯემალ ქარჩხაძის რომანი „ანტონიო და დავითი“ არაბულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა. რომან „ანტონიო და დავითის“ მოქმედების ადგილი შუა საუკუნეების საქართველოა. „ანტონიო და დავითი“ დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. რომანს არაბული გამომცემლობა Al Kotob for Publishing & Distribution დასტამბავს. პროექტი „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. ამავე პროექტის ფარგლებში, გასულ წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯემალ ქარჩხაძის რომანი ‘’ანტონიო და დავითი“ შვედურ ენაზეც გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები