ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა ნებისმიერ ასეთ გეგმაში უკრაინა და ევროპა უნდა იყოს ჩართული.
ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ განაცხადა.
ამერიკული მედიისთვის გამჟღავნებული აშშ-ის ახალი 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას, კალასმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ეს „გადამწყვეტი ამბავიც“ იქნება განხილვის საგანი.
„ჩვენ, როგორც ევროპელები, ყოველთვის ვუჭერდით მხარს ხანგრძლივ, მდგრად და სამართლიან მშვიდობას და მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ამისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ნებისმიერი გეგმის განსახორციელებლად, მასში უნდა იყოს ჩართული უკრაინა და ევროპა. უკრაინელები და ევროპელებიც უნდა დაეთანხმონ ამ გეგმებს“, – განაცხადა კალასმა.