რატომ დატოვა „ქართული მარში“ – გია კორკოტაშვილის პირველი კომენტარი

გია კორკოტაშვილმა “ქართული მარში” დატოვა.
ინფორმაცია „კვირას“ თავად კორკოტაშვილმა დაუდასტურა და გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.
როგორც ის აცხადებს, მისი გადაწყვეტილების მიზეზი “ქართული მარშის” პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა გახდა.
კოკროტაშვილის განმარტებით, მას პოლიტიკაში წასვლა არ სურდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული მარშისა“ და მისი იდეები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.
ამასთან, როგორც კორკოტაშვილი აცხადებს, ის და „ქართული მარშის“ ამჟამინდელი წევრები კვლავ მეგობრებად რჩებიან და აპირებენ, რომ აქტიურად ემსახურონ ეროვნულ საქმეს.
„ქართული მარში“, რომელთან ერთადაც ვიბრძოდით, დაკომპლექტებულია საზოგადოების ღირსეული წევრებისგან, ჩემი მეგობრები არიან ისინი, მათ გადაწყვიტეს, რომ „ქართული მარში“ გარდაიქმნას პოლიტიკურ მოძრაობად და ასე ემსახურონ ეროვნულ საქმეს. მე პოლიტიკაში არ მინდა წასვლა. როგორც იცით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ვიყავით გაერთიანებული „ქართულ მარშში“ ერთი იდეის ქვეშ და მათ შორის „ქართული მისიაა“, თუმცა ჩვენ პოლიტიკური სტატუსით არ წარვდგებით საზოგადოების წინაშე. ჩვენ საზოგადოებრივად ვიბრძოლებთ – თუმცა ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელსაც „ქართული მარში“ აერთიანებდა, ეროვნულ საკითხში ვართ უნისონები, ანუ ეროვნული თემები ჩვენთვის, ყველაზე პრიორიტეტულია. შესაბამისად, მუდმივ თანაქმედებაში ვიქნებით, რადგან აზრობრივად ერთსა და იმავ საქმეს ვაკეთებთ, უბრალოდ, მე პოლიტიკაში არ მინდოდა წასვლა“, – განუცხადა „კვირას“ გია კორკოტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები