ირაკლი კირცხალია: ევროპული ქვეყნის ლიდერები გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან? ეს არის პირდაპირ თავხედური ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, რომლის მიმართაც აქვთ გავეშებული სურვილი აქციონ პროქსი სახელმწიფოდ

ევროპული ქვეყნის ლიდერები გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან? ეს არის პირდაპირ თავხედური ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, რომლის მიმართაც აქვთ გავეშებული სურვილი აქციონ პროქსი სახელმწიფოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არავის გამოუვა ქვეყნის შიდა საქმეებში გარე გავლენებით ჩარევა.

„გამჭვირვალობის კანონს ებრძვიან? ევროპა, ევროკავშირის ელჩი და ევროპული ქვეყნის ლიდერები გეუბნებიან, რომ გაუმჭვირვალობა არის დემოკრატიული? თუნდაც ნებისმიერი კანონი მათ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც ემსახურება მათი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენთან ეს არის დამღუპველი და დამანგრეველი? – ეს არის პირდაპირ თავხედური ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, რომლის მიმართაც აქვთ გავეშებული სურვილი აქციონ პროქსი სახელმწიფოდ. ვერ გამოუვიდათ ეს „ქართული ოცნების“ პირობებში და იმ საზოგადოების პირობებში, რომელმაც მკაცრად და მკაფიოდ უთხრა მათ, ამ ბნელ ძალას, რომ საქართველოში უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესები არის პირველ ადგილზე. ამას განუცხადებს კიდევ ერთხელ, 4 ოქტომბერს მეათედ, საიუბილეოდ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები