სვიმონ ჯანგულაშვილი – აქციის მონაწილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ სიტყვებზე: ყველა ამ ქალისნაირია სინამდვილეში, „სიკვდილამდე გვემშვიდობებიან“ და გვწყევლიან
საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელი, დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი, ბექა ოდიშარიას მიმართ აქციის მონაწილეების მხრიდან გამოხატულ აგრესიას ეხმაურება, რა დროსაც ერთ-ერთმა აქტივისტმა ოდიშარიას შემდეგი სიტყვები მიაძახა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“.
როგორც სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გასაკვირი არ არის, რომ ეს ადამიანები მხარს სწორედ რადიკალებს და მათ ლიდერებს უჭერენ.
„გასაკვირი არაა, ესენი სააკაშვილს, გვარამიას, ხოშტარიას, გირჩოვან ჯაფარას და სხვა მკვლელებს რომ უჭერენ მხარს…
სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით ასობით ათასი მანიაკი და მკვლელის ფსიქოლოგიის მქონე შეშლილი ცხოვრობს – ზოგი პროფესორია, ზოგი რეჟისორი, ზოგი მსახიობი, დირიჟორი, მომღერალი, მევიოლინე, პიანისტი, ბანკირი, „ბიზმესმენი“, კომპოზიტორად თვით-გამოცხადებული არანჟიროვშიკები, პოპის უხმო „ვარსკვლავები“, გამყიდველები, ინჟინრები, ტაქსისტები…
ყველა ამ ქალისნაირია სინამდვილეში. „სიკვდილამდე გვემშვიდობებიან“ და გვწყევლიან…“, – წერს სოციალურ ქსელში სვიმონ ჯანგულაშვილი.