ირაკლი კირცხალია: კარგად ვხედავთ თუნდაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აქამდე თუ მოჩვენებითად მაინც იცავდნენ დიპლომატიურ ეთიკას, პირდაპირ არიან ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში

ჩვენ კარგად ვხედავთ, თუნდაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აქამდე თუ რაღაცას შეფარულად აკეთებდნენ, აქამდე თუ მოჩვენებითად მაინც იცავდნენ დიპლომატიურ ეთიკას, არაფერს ვამბობ კონვენციებზე და ა.შ. პირდაპირ არიან ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილიყო, რაზეც პირდაპირ მიბმულია ქვეყნის სტაბილურობა.

„რაც შეეხება ტურბულენციას, სახელს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა. ლევან ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა სახელი და გვარები, ე.წ. პოლიტიკოსები თუ ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველა ის შემადგენლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავდით უკვე მერამდენე რევოლუციური სცენარის განხორციელების დროს, ასევე, კარგად ვხედავდით იმ დამკვეთებს ღიად რუსთაველის გამზირზე, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ მათ და რეალურად, ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თავისი აღქმების თეორიით, ცრუ ილუზიების წარმოდგენით საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის და ამ სახელი და გვარების გამოყენებით, აქ ტურბულენტური სიტუაციის შექმნა. ლევან ხაბეიშვილი, მისი მსგავსი ე.წ. პოლიტიკოსები, ერთი დედაპარტიის შვილები, ახლა რომ გადაღებილ-გადანომრილად გვევლინებიან, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, პოლიტიკურ პარტიებში თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში და ხშირ შემთხვევაში, მედია საშუალებებით, ესენი არიან ყველა იარაღი იმ ბოროტი ძალის ხელში, რომელმა ბოროტმა ძალამაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში ჩამოიხსნა ნიღაბი. საერთოდ აღარ ერიდებიან პირდაპირ განცხადებების გაკეთებას, პირდაპირ შიდა პოლიტიკაში ჩარევას და ჩვენ კარგად ვხედავთ თუნდაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აქამდე თუ რაღაცას შეფარულად აკეთებდნენ, აქამდე თუ მოჩვენებითად მაინც იცავდნენ დიპლომატიურ ეთიკას, არაფერს ვამბობ კონვენციებზე და ა.შ. პირდაპირ არიან ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ვხედავთ, რომ ამ უსამშობლოთა გაერთიანება ეთნიკურად ქართველები, როგორ იარაღად არიან ქცეული მათ ხელში. მაგრამ, ეს იარაღი, რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო საზოგადოება ნათლად ხედავს მათ რეალურ სახეს, ეს იარაღი დღითი დღე სუსტდება და ამას ხედავენ მათივე პატრონები…

ვნახეთ გამოძიება მიმდინარეობს, ვნახეთ თუ როგორ აფინანსებდნენ, რა თანხებით იყო შეძენილი, მაკკეინის ინსტიტუტიდან ჩამოსული პირდაპირ გაწერილი სცენარები, კულუარებიდანაც კი გამოვიდნენ, თავის აგენტურულ ქსელს საჯაროდ უქვეყნებდნენ რეალურად როგორ უნდა გასულიყვნენ ბოიკოტში, როგორ უნდა ჩამოეშალათ ქვეყნის ეკონომიკა და ა.შ.

გახსოვთ დარტყმები, ვითომ ექსპერტები, ყოფილი მაღალჩინოსნები სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან, თუ როგორ უნდა დაერტყათ საბანკო სექტორზე.

ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილიყო, რაზეც პირდაპირ მიბმულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა. ამ ადამიანებზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მათ პატრონებზე გვაქვს საუბარი, სასამართლო პროცესებს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შეურაცხმყოფელი ბანერების წინ მართავენ კონფერენციებს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები