საარჩევნო კამპანია შედის გადამწყვეტ ფაზაში და დარწმუნებული ვარ, სულ უფრო მეტად ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები, რომ მოიხსნას ყველა რეკორდი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა შეკრებილებს და კახა კალაძეს წარმატება უსურვა.
„მიხარია, რომ ყველა გულშემატკივარი, რომელიც დღეს აქ შეიკრიბა, ერთი ენერგიით ვართ გაერთიანებული, ენერგიით, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თითოეული მუნიციპალიტეტის წინ წაყვანას, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, ჩვენი ქალაქების, სოფლების გალამაზებას, დამშვენებას, იმისთვის, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს უხაროდეს ის გარემო, სადაც ის ცხოვრობს, გრძნობდეს იმ სიკეთეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის განვითარება.
ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე, შედის გადამწყვეტ ფაზაში საარჩევნო კამპანია და დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტად და მეტად ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები იმისთვის, რომ როგორც პრემიერმა თქვა, მოიხსნას ყველა რეკორდი, ყველა გამოვიდეს საარჩევნო უბანზე და კიდევ ერთხელ, ამ განვლილი წლებით, იმ ბრძოლით, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, გახსნას საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი იმ მხარდაჭერით, რომელსაც დააფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.