მაკრონი: ევროპელები მზად ვართ, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების დღესვე მივცეთ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა, სადაც ის თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ეს პარიზში მისი რიგით მერვე ვიზიტია.
„დღეს ორმხრივი შეხვედრა გვექნება. ხვალ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა შედგება, რომლის შედეგიც, არ ვიცი რომელ დღეს, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იქნება“, – თქვა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე ისინი გეგმავენ იმ შეთანხმებების ჩაწერას, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში შტაბ-ბინების ხელმძღვანელების შეხვედრების დროს შემუშავდა.
„ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების დღესვე“, – თქვა მაკრონმა.