შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტად ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები იმისთვის, რომ გამოვიდნენ საარჩევნო უბანზე და საბოლოოდ გახსნან ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი
მიხარია, რომ ყველა გულშემატკივარი, რომელიც დღეს აქ შეიკრიბა, ერთი ენერგიით ვარ გაერთიანებული, ენერგიით, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თითოეული მუნიციპალიტეტის წინ წაყვანას, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, ჩვენი ქალაქების, სოფლების გალამაზებას, დამშვენებას, იმისთვის რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უხაროდეს ის გარემო, სადაც ის ცხოვრობს, გრძნობდეს იმ სიკეთეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე, შედის გადამწყვეტ ფაზაში საარჩევნო კამპანია და დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტად და მეტად ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები იმისთვის, რომ როგორც პრემიერმა თქვა, მოიხსნას ყველა რეკორდი, ყველა გამოვიდეს საარჩევნო უბანზე და კიდევ ერთხელ, ამ განვლილი წლებით, იმ ბრძოლით, რომელიც ჩვენ გამოიარეთ, გახსნას საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი იმ მხარდაჭერით, რომელსაც დააფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.