საქართველოს მწერალთა სახლში ბექა ქურხულის ახალი მოთხრობების კრებულის წარდგენა გაიმართება

9 თებერვალს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში, ბექა ქურხულის ახალი მოთხრობების კრებულის წარდგენა გაიმართება.
წიგნს – „სკანდარა და სხვა მოთხრობები“ – დასამახსოვრებელი პერსონაჟი ჰყავს – რეალური თუ გამოგონილი, მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილებიდან თუ მისი სიზმრებიდან გადმოსული ტექსტებში. მათი ერთ სივრცეში თავმოყრა „საბას“ გამარჯვებული რომანის – „სამოთხიდან გაქცეულების“ ავტორს არ ეძნელება.
„მიმზიდველი და ჩამთრევი თხრობის მანერა, ემოციურად დამუხტული ეპიზოდები და თითქოს ნაცნობი, მაგრამ სინამდვილეში ექსკლუზიურად მკითხველისთვის აღმოჩენილი/გაცოცხლებული გარემო – სხვა საქართველო – ესაა ბექა ქურხულის მოთხრობების მთავარი ღირსება. ის, რაც მაშინვე, ზედაპირზევე ჩანს.
კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თვისება ამ წიგნისა ის არის, რომ შიგნით ბევრი მოძრაობაა, მიწყდომ-მოწყდომა, კაცის გულისა და ბედის აფეთქებები, დინამიკა და „დრაივი“.
ერთი სიტყვით, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია“… – აღნიშნულია გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები