ბრიტანეთის საბჭოში მუსიკის სფეროსა და კულტურის ჟურნალისტიკაში დასაქმებული პროფესიონალებისთვის ტრენინგები გაიმართება

ბრიტანეთის საბჭო მუსიკის სფეროში მომუშავე პროდიუსერებს, მენეჯერებს და კულტურის სფეროს ჟურნალისტებს  პროფესიული უნარების განვითარებას სთავაზობს.
როგროც „კვირას“ ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, ტრენინგები, რომელთაც ბრიტანელი ექსპერტები უძღვებიან, ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა Selector PRO-ს ფარგლებში ტარდება და ორ მიმართულებას მოიცავს: მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტს და კულტურის ჟურნალისტიკის ტრენინგს ფოკუსით მუსიკაზე.
ტრენინგები 10:00 – დან 17:00 საათამდე გაიმართება.
6-დან 8 თებერვლის ჩათვლით მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტის ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს,  გაიუმჯობესონ პროფესიონალური დონის ცოდნა ივენთ მენეჯმენტის შესახებ. ტრეინინგი მოიცავს ისეთ  სფეროებს, როგორიცაა ღონისძიების დიზაინი და დაგეგმარება, აუდიტორია, მარკეტინგი, პრომოუტირება, ლაივ მუსიკის ივენთებზე მომუშავე ადამიანები, პროექტის მენეჯმენტი. ტრენინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კანონებს და ტექნოლოგიებს, რაც ასე საჭირბოროტოა ნებისმიერი ღონისძიების ჩატარებისას.
კურსს გაუძღვება ბრიტანელი ექსპერტი – დენ ცუ (BIMM London/Lyrix Organix) – ივენთ პროდიუსერი, პრომოუტერი, და პედაგოგი, რომელიც წლებია თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან.
8-10 თებერვალს კი, ჩატარდება კულტურის ჟურნალისტიკის ტრენინგი, რომლის მიზანია  მუსიკაზე ფოკუსირებით ჟურნალისტიკაში არსებული  ცოდნის გაუმჯობესება და პრაქტიკული უნარების განვითარება.  ტრენინგის თემებს შორისაა  მუსიკალური ჟურნალისტიკის თავისებურებები და ინტერვიუს ტექნიკა, Vox pop, კონცერტზე დასწრება და რეცენზიის წერის მეთოდები, ეთიკური კითხვები, კრიტიკული დისკურსი და სხვა.
ტრენინგები ტარდება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის სელექტორ PRO ფარგლებში, რომლის მიზანია მუსიკალური სექტორის, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს  განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე ბრიტანული   მუსიკალური ტენდენციების და ბრიტანული მუსიკალური ინდუსტრიის თავისებურების გაცნობა მუსიკის მენეჯმენტის ქართველი პროფესიონალებისთვის.
ჩატარების ადგილი: ფაბრიკა, ე. ნინოშვილის ქ. N8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები