ლიტერატურული საღამო – „ფარ-ხმალო მამა-პაპისა“ გაიმართება

 9 თებერვალს, 14.00 საათზე, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი აფხაზეთის ვოვა ვეკუას სახელობის №3 საჯარო სკოლაში ატარებს ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს – „ფარ-ხმალო მამა-პაპისა“.
როგორც „კვირას“ ცენტრიდან აცნობეს, მონაწილეობენ მხატვრული კითხვის ოსტატ ელდინო საღარაძის წრის აღსაზრდელები. ესენი არიან ცენტრის მიერ 2016 წ. ჩატარებული რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსის – „ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ გამარჯვებული მოსწავლეები. ლიტერატურული კომპოზიცია აერთიანებს „ვეფხისტყაოსანს“ და ლექსებს ირაკლი აბაშიძის ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“.
მისამართი: თბილისი ზღვა, ყოფილი პროფკავშირების სასწავლო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები