მეზობლების ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილი შველას ითხოვდა

სახლიდან ისმოდა ყვირილის ხმა – მიშველეთ, მხოლოდ ეს სიტყვა, – ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილის ერთ-ერთმა მეზობელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახლში თავად არ იმყოფებოდა და ამის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა ბიძაშვილმა შეატყობინა.
ამასთან, როგორც გუგეშაშვილების მეზობლები აცხადებენ, მომხდარის შემდეგ კორპუსში შუქი ჩაქრა.
“ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ქალბატონის ყვირილის ხმა გაიგო, “მიშველეთ” მხოლოდ ეს სიტყვა. სროლის ხმა ან სხვა რაიმე ხმაური არ გაუგია. ქალბატონი დოდო ითხოვდა დახმარებას. მე სახლში არ ვყოფილვარ, მაგრამ ვინც იყო სახლში, ის ამბობს, რომ ჩხუბის ხმა არ გაუგია, მხოლოდ ყვირილის ხმა გაიგო, შველას ითხოვდა. ჩემი ბიძაშვილი არასრულწლოვანია, გარეთ არ გასულა, როდესაც დამირეკა, ვუთხარი, რომ კარი არ გაეღო, შესაბამისად, არ გასულა. შემდგომ სახლში მოვიდა პოლიცია, რამდენიმე კითხვა დაუსვეს და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც გაიგო”,- განაცხადა მეზობელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები