პირი, რომელიც დოდო გუგეშაშვილთან ერთად ჩაცხრილეს, მისი 33 წლის შვილია

პირი, რომელიც დოდო გუგეშაშვილთან ერთად ჩაცხრილეს, მისი 33 წლის შვილია. ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს, გუგეშაშვილი კი მძიმე მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს დღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები