„არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ პრობლემები ჰქონოდა“ – ვეტერანთა სამსახურის დირექტორი დოდო გუგეშაშვილზე

ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა – ამის შესახებ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილს პრობლემები რომ ჰქონოდა, მათაც ეცოდინებოდათ.
„ინფორმაცია ნახევარი საათის წინ მივიღე. ქალბატონი დიდო გუგეშაშვილი დაჭრილია. ახლა ოპერაციაზე იმყოფება და ჯერ არაფერი ვიცით. სახლში პოლიციაა. რამდენი ჭრილობა აქვს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ პრობლემები ჰქონოდა, თორემ ჩვენ გვეცოდინებოდა. ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა. მისი შვილი ერთი პერიოდი ჩვენთან მუშაობდა“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დღეს დილით ესროლეს, რის შედეგადაც შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები