რევაზ ინანიშვილის მეუღლემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად მწერლის პირადი წიგნები და ხელნაწერები გადასცა

რევაზ ინანიშვილის მეუღლემ, როზა ინანიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იუბილეზე, საჩუქრად მწერლის პირადი წიგნები, ხელნაწერები და ფოტოები გადასცა. სოციალურ ქსელში სამადლობელ წერილს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე ავრცელებს:
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო რევაზ ინანიშვილის მეუღლეს, როზა ინანიშვილს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იუბილეზე საჩუქრად მწერლის პირადი წიგნები, ხელნაწერები და ფოტოები გადასცა.
რევაზ ინანიშვილის წარმატებულ სამწერლო საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკო კეცხოველს, რომელიც 8 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან დააარსა ახალგაზრდა მწერალთა წრე და არაერთ ახალგაზრდას გაუკვალა გზა. წრის პირველ წევრთა შორის რეზო ინანიშვილი იყო. მისმა წაკითხულმა მოთხრობამ რექტორი მოხიბლა და ახალგაზრდაში დიდი ნიჭი დაინახა.
რევაზ ინანიშვილის ავტორობით 20 წიგნია გამოცემული, გადაღებულია შვიდი ფილმი და დადგმულია ორი სპექტაკლი“, – წერს გიორგი შარვაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები