დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქუთაისი დავითობას აღნიშნავს

8 თებერვალს, 13:00 საათზე, გელათის სამონასტრო კომპლესთან არსებულ გელათის აკადემიის შენობაში გაიხსნება გამოფენა – „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების ფოტოასლები.  გამოფენის გარდა, მთელი დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობით.

8 თებერვლის პროგრამა:
10:30 – დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება;
12:00 – გელათის სამონასტრო კომპლექსი –
საზეიმო წირვა, დავით აღმაშენებლის საძვალის პატივგება, საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა.
გელათის აკადემიის შენობა –
13:00 – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა  – „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა ხელნაწერთა ცენტრის კოლექციებში“;
13:30 – საგალობლების ფესტივალი.
მონაწილეები: „ანჩისხატი“, „აღსავალი“, „იადგარი“, ბაღდათის სალოტბარო სკოლის გუნდი.
18:30  – ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები