სოფელ გოდოგანის ჯვარცმის (მაცხოვრის) სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა

2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ჯვარცმის (მაცხოვრის) სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა. როგორც „კვირას“ კუტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოდან აცნობეს, სამუშაოები საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ჩატარდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად ეკლესია გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან, აღდგა კირქვის პერანგი ფასადზე და ინტერიერში, აღდგა ფანჯრები და კარების ღიობები კირქვით, მათ თავზე მოეწყო თაღები, ეკლესია ხაოიანი თუნუქით გადაიხურა ლორფინის იმიტაციით,  გადაეწყო იატაკი.
სამუსაოები შეასრულა  შპს “კირითხურომ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები