ლიტერატურული კვირეული გაიმართება
29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ლიტერატურულ კვირეულს უმასპინძლებს.
ერთი კვირის განმავალობაში, მკითხველი 5 ავტორს შეხვდება, გაიმართება მათი ახალი წიგნების პრეზენტაცია.
ასევე, ამ კვირეულთან დაკავშირებით, თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები, სპეციალური ფასდაკლებით გაიყიდება.
ლიტერატურული კვირეულის განრიგი:
29 იანვარი, 19:00 საათი
გაგა ნახუცრიშვილი -რომანი „ზამთრის ზღვა“
30 იანვარი, 19:00 საათი
ქეთევან მეფარიძე – მოთხრობების კრებული „მეზობლად“
31 იანვარი, 19:00 საათი
სოსო მეშველიანი – პოეტური კრებული “Arboles Altos”
1 თებერვალი, 18:30 საათი
რეზო გეთიაშვილი – სამოგზაურო რომანი “terra incognita”
2 თებერვალი, 19:00 საათი
თეონა დოლენჯაშვილი – მოთხრობების კრებული „პერსონალური ქრისტე“