„ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგება

თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის- „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ფილმს სექციაში „პანორამა“ უჩვენებენ.
ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა, მთავარ როლებს კი ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები