თბილისის თოჯინების თეატრში „ნაცარქექიას“ პრემიერა გაიმართა
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თოჯინების თეატრში სპექტაკლ „ნაცარქექიას“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართული ზღაპრების გმირების სიუჟეტურ ფრაგმენტებს ეფუძნება.
წარმოდგენის კიდევ ერთი, განსხვავებული ინტერპრეტაცია სხვადასხვა, მაყურებლისათვის კარგად ცნობილ ზღაპრულ პერსონაჟებს ერთ სიუჟეტში აერთიანებს. თანამედროვე რეალობას მორგებული გმირების თავგადასავალი რეჟისორმა თამაზ იმნაძემ დადგა. სპექტაკლში ამბავი ნაცარქექიას პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება.
სპექტაკლის დასასრულს კი, სპეციალურად ბავშვებისთვის სახალისო აქცია მოეწყო. სპექტაკლის პერსონაჟების ფორმის მაჭკატები თავად ბავშვებმა გამოაცხეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თოჯინების თეატრის შენობის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მიმდინარე 84-ე სეზონზე სპექტაკლების ნახვა მაყურებელს ახალ მისამართზე – კოსტავას №59-ში, „სილქ ფაქტორი სტუდიოში“ შეეძლება.