თემურ თათარაშვილის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე გაიმართება და ვარსკვლავი გაიხსნება
16 მარტს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თემურ თათარაშვილის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილე გაიმართება.
როგორც „კვირას“ კულტურის პალატიდან აცნობეს, ამავე დღეს მომღერლის ვარსკვლავიც გაიხსნება.
თემურ თათარაშვილი 1983–1985 წლებში მღეროდა ვოკალურ ანსამბლ „75″-ში; შემდეგ ანსამბლ “ივერიაში”; 1996 წლიდან გამოდის როგორც სოლო შემსრულებელი. ერთნაირი წარმატებით ასრულებს ქართულ ლირიკულ სიმღერებს, აგრეთვე რუს კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.
თემურ თათარაშვილი ღირსების ორდენისა და “იურმალა 89”-ის ლაურეატია. იგი წლების განმავლობაში მოსკოვში მოღვაწეობდა.