ხათუნა ცხადაძის საჯარო ლექცია – „იტალო კალვინოს სივრცეები” გაიმართება

29 იანვარს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში ხათუნა ცხადაძის საჯარო ლექცია – „იტალო კალვინოს სივრცეები”  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, იტალო კალვინო პირველი იტალიელი ლიტერატორი იყო, რომელიც ჰარვარდის “ნორტონის პოეზიის ლექციების” წასაკითხად მიიწვიეს. „ნორტონის პოეზიის ლექციებში” „პოეზია” არათუ მხოლოდ პოეზიას, არამედ – ლიტერატურასაც კი არ ნიშნავს. ამ სიტყვაში პოეტური მხატვრული კომუნიკაციის ყველანაირი ფორმა იგულისხმება: ლიტერატურული, მუსიკალური, ფერწერული, არქიტექტურული. „ფაფუკკალმიანი“, – ასე ეძახდა ჩეზარე პავეზე კალვინოს და ეს მეტსახელი, ალბათ, ყველაზე მეტს ამბობს მისი ხედვის, აღქმის წერის მანერაზე და ფუჭად აქცევს რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობის, ჟანრისა თუ სტილის ჩარჩოებში მისი მოქცევის ყველანაირ მცდელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები