„150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“– კახმეგ კუდავას წიგნის წარდგენა გაიმართება

25 იანვარს, 19 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ კახმეგ კუდავას ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება. როგორც „კვირას“ გამომცემლობა „არტანუჯიდან“ აცნობეს, „150 ამბავი ნობელიანტ ფიზიკოსებზე“ სერია „თან საკითხავის“ ფარგლებში გამოიცა.
„ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს… ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.
წიგნის ავტორ-შემდგენელს – ფიზიკოსსა და გამომცემელ კახმეგ კუდავას ცდა არ დაუკლია იმისათვის, რომ ფიზიკისა და ფიზიკოსთა რთული, საინტერესო და ეპოქალური ამბები მოუწყინრად საკითხავი ყოფილიყო“, – აცხადებენ საღამოს ორგანიზატორები.
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, N17ბ, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები