ალაზნის სარწყავ არხთან დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე 19 იანვარს გაუჩინარებული 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს.
როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მამაკაცი ბოლოს სწორედ ამ ტერიტორიაზე ნახეს.
მამუკა ძებნიაურს ოთხი დღის განმავლობაში მაშველებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავები ეძებდნენ. ოჯახის მხრიდან ინფორმირებული იყო პოლიციაც.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები